აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
30 ნოემბერი, 2021
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტსს, 2021 წლის იანვრიდან დღემდე „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია სხდომაზე წარუდგინა.
დეპარტამენტის უფროსმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ისაუბრა დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე და უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.
იხილეთ გალერეა