შეხვედრა ქედის მოსახლეობასთან
19 დეკემბერი, 2021
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა ქედის მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან ერთად, დანდალოს და ცხმორისის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენდა.
ირმა აფხაზავამ ადგილობრივებს სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები და ქვეპროგრამები გააცნო.
მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
იხილეთ გალერეა