მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორსა და საქართველოს წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა
17 დეკემბერი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორსა და საქართველოს წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა.
გაეროს დელეგაციამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობა გადაუხადა ფონდსა და სამინისტროს შორის განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის.
UNICEF -სა და სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის 5 მარტს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეები თანამშრომლობენ ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თემის, აკადემიური წრეებისა და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დონეზე.
შეხვედრისას არსებული თანამშრომლობის გაღრმავება დაიგეგმა.
იხილეთ გალერეა