აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გაიმართა

18 დეკემბერი, 2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.
Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის მისია იქნება ევროკავშირისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ცერემონიას დაესწრო .
7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები