აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

16 დეკემბერი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და ქობულეთის მერი ლევან ზოიძე ობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნისა და გვარას მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.
მიმდინარე წელს სოფელ ხუცუბანში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ხელახალი ელექტრონული ტენდერი ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე.
პროექტის მიხედვით აშენდება 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კვების სივრცე. შენობაში ასევე იქნება სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი 150 მაყურებელზე.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი.პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.
სკოლაში ამჟამად სწავლობს დაახლოებით 250 მოსწავლე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები