აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიამთება

16 დეკემბერი, 2021

2021 წლის 18-19 დეკემბერს  პარაფესტივალი -  „ბათუმი 2021“ გაიმართება;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის პარალიმპიური კომიტეტის  პრეზიდენტს გოჩა მუხაშავრიას და გენერალურ მდივანს დავით ხოსრუაშვილს შეხვდა, სადაც განიხილეს როგორც აჭარის პარალიმპიური კომიტეტის პერსპექტივები, ასევე ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები;
პარაფესტივალი  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. მათ შორისაა: ნარდი, შაში, დარტსი, მკლავჭიდი, ამპუტანტთა ფეხბურთი, სმენადაქვეითებულთა ფეხბურთი.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის პარასპორტსმენები;
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით;
პარაფესტივალი ჩატარდება აჭარის პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები