აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა

27 დეკემბერი, 2021

 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა. გიორგი სურმანიძემ 2021 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, ასევე ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

,,მიმდინარე წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინასდა 15 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. წელს პირველად სამინისტრომ განახორციელა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები. ჩვენ შევძელით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო, პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ დამუშავებული იქნა 2150 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობები. ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება განხორციელდა’’. – განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

,,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. სამინისტრომ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერება, რომლის მიზანიც იყო მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის ამაღლების უზრუნველყოფა, ექსტენციის ქსელის უფასო კონსულტაციის მიწოდება განხორციელდა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში’’.- აღნიშნა მინისტრმა.

 სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების შესახებ. სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 154 476 ლარით და შეადგინა 20 055 441 ლარი.

,,2022 წელს განხორციელდება 20 სტუდენტის და კურსდამთავრებულის ანაზღაურებადი სტაჟირება, ნაცვლად 10 სტუდენტისა. რომლის დაფინანსება იქნება 90 000 ლარი. ასევე 2021 წელთან შედარებით იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და სასაოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. რომლის დაფინანსება განისაზღვრულია 1 415 783 ლარით. ამასთანავე 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რაოდენობა და განისაზღვრება 24 ერთეული პროექტით - რომელიც დაფინანსდება 3 197 640 ლარით’’- აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, გასული წლის მსგავსად გაგრძელდება სახნავ- სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. რომლის დაფინანსება შეადგენს 756 405 ლარს, იზრდება პროგრამის ,,მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა’’ რომლის ბიუჯეტიც იქნება 750 000 ლარი. 2022 წლისთვის განახლდა ქვეპროგრამა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, პროგრამის ბიუჯეტი 295 188 ლარი იქნება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობის ფარგლებში 2022 წლის ბიუჯეტი იზრდება და დაფინანსება შეადგენს 137 500 ლარს.

შეხვედრის ბოლოს, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 13 თანამშრომელი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58