სოფლის განვითარების საბჭო
28 დეკემბერი, 2021
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია რეგიონში სოფლის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით სხვადასხვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას''.
ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიენში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა და სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის 2021 წლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
საბჭოს სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ გვიანიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და მინისტრის მოდგილეები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა