ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
14 დეკემბერი, 2021
დასკვნით ეტაპზეა კაპანდიბი-ახალისოფელის საავტომობილო გზის 3 კმ. სიგრძის მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთება.
პროექტის მიხედვით დაიგო:
ასფალტობეტონის საფარი;
დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია;
მოეწყო სანიაღვრე არხები;
საყრდენი კედლები.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისთვის 11 მლნ. ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ-მდე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო. მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს ზაზა შავაძესთან ერთად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
იხილეთ გალერეა