აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მასწავლებელთა VI მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

29 დეკემბერი, 2021

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით,ფერიის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა VI მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით: 
,,თანამედროვე მიდგომებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის” გაიმართა. 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა კონფერენციაში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), ისტორიის, მათემატიკის , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა  შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში ხელშეწყობა.  
კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცათ საშუალება წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები და გაეზიარებინათ მათი გამოცდილება.
კონფერენცია გაიმართა ბათუმის მასწავლებელთა სახლის ხელშეწყობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები