წლის წარმატებული სპორტსმენების,მწვრთნელებისა და ჟურნალისტების დაჯილდოვება გაიმართა
29 დეკემბერი, 2021
აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის ახალი სპორტის სასახლეში წლის წარმატებული სპორტსმენები,მწვრთნელები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს.
ღონისძიებაზე 10 საუკეთესო და 24 წარმატებული სპორტსმენი, 10 საუკეთესო მწვრთნელი, 4 საუკეთესო პარა-სპორტსმენი, 6 საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
2021 წელს სპორტში გაწეული საქმიანობისა და შედეგების ანგარიში აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა ჩავლეშვილმა წარადგინა.
ღონისძიებას რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა