აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ღვაწლმოსილი პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

30 დეკემბერი, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის ინიციატივით, ღვაწლმოსილი პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა - თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ დააჯილდოეს პირები, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროში ჯილდოები გადაეცათ:
ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენი -  არქეოლოგსა და მეცნიერს - ამირან კახიძეს და ბათუმის დინამოს წარმატებულ მწვრთნელს - გიორგი გეგუჩაძეს;
ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი - აჭარის დამსახურებულ მხატვარს, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს- გურამ ფუტკარაძეს და დამსახურებულ მწვრთნელს, ორგზის ჩემპიონს და აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში- ლევან შავაძეს (გარდაცვალების შემდეგ);
ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენი - პედაგოგს, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, მრავალი თაობის აღმზრდელს - გივი ხალვაშს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
52272829303112
013456789
0210111213141516
0317181920212223
0424252627282930
0531123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები