აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
13 იანვარი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ზაზა შავაძე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და განიხილეს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების საკითხი.
ამ ეტაპზე თემებთან და სოფლებთან მისასვლელი გზები გახსნილია და სამივე მუნიციპალიტეტის თემებში თოვლის საწმენდად მობილიზებულია შესაბამისი 60-ერთეული ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
იხილეთ გალერეა