აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

28 თებერვალი, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიზანია:
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერა;
  • აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა;
  • ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრირება.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს  2 ეტაპად:
  • I ეტაპი - 2022 წლის 28 თებერვლიდან 18 მარტის 18 საათამდე
  • II ეტაპი - 2022 წლის 10 მაისიდან 31 მაისის 18 საათამდე
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა. 

საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: freeprojectsajara@gmail.com;

პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2022 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 200 000 ლარით; 
  • I ეტაპის საკონკურსო ბიუჯეტი -100 000 ლარი
  • II ეტაპის საკონკურსო ბიუჯეტი - 100 000 ლარი
ერთი პროექტის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები