აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა სამედიცინო ქსელ „მედიკალ პარკის“ წარმომადგენლებთან

09 მარტი, 2022

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შეხვედრა გამართა სამედიცინო ქსელ „მედიკალ პარკის“ წარმომადგენლებთან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, სამინისტროს პროგრამების, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების წესის შესახებ ისაუბრა. 

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, „მედიკალ პარკის“ წარმომადგენელი საქართველოში დურსუნ ოზქანლი, პროფესორი სერდარ თურქილმაზი, „მედიკალ კარადენიზის“ გენერალური დირექტორი ტუგბა ალთინი და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მედიკალ პარკი“ აჭარაში თანამშრომლობს „ხოზრევანიძის კლინიკასთან“, რომლის ფარგლებში რეგიონს პერიოდულად ეწვევიან აჭარაში დეფიციტური პროფესიის მქონე თურქი სპეციალისტები.  სამედიცინო ქსელი თანამშრომლობას სხვა კლინიკებთანაც გეგმავს. ამ მიზნით „მედიკალ პარკის“ წარმომადგენლები მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ. 

„მედიკალ პარკი“ თურქეთის სამედიცინო ბაზარზე წარმოდგენილია 30 წელია. ქვეყნის 15 ქალაქში ქსელი ფლობს 30 სამედიცინო დაწესებულებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები