აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ღვაწლმოსილი მედიცინის მუშაკი ქალები დაჯილდოვდნენ

09 მარტი, 2022

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ეგიდით, ღვაწლმოსილი მედიცინის მუშაკი ქალები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯილდო გადაეცა რვა ექიმს, ხოლო სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა 28 მედიკოსი. 

დაჯილდოების ცერემონიალს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი დაესწრო.

,,გილოცავთ დღევანდელ თარიღს და სამინისტროს სახელით მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. მადლობა ასევე ორგანიზატორებს არაჩვეულებრივი იდეისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ. 

აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართეს ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის თავმჯდომარემ, აკაკი ბერიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ, ექიმთა საზოგადოების დამფუძნებლებმა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები