21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტი, 2022
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა ხარდასაჭერად. 2022 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს.
აღნიშნულ დღესთან
დაკავშირებით აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე,
სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად სპორტული
მედიცინისა და რეაბილტაციის ცენტრში „ჯიქი“
იმყოფებოდა. ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა
სამედიცინო
და
სოციალური
რეაბილიტაციის
პროგრამებში. მინისტრი პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„სამედიცინო რეაბილიტაცია
სამინისტროს პროგრამების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამ პროგრამების
მოსარგებლეები არიან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზარდები, პროგრამები რამდენიმე
კომპონენტისაგან შედგება და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 2022 წელს გაიზარდა
სამინისტროს
ბავშვთა
სამედიცინო
და
სოციალური
რეაბილიტაციის
პროგრამების
დაფინანსება,
ბენეფიციარებისა
და
პროგრამებით
გათვალიწინებული
სეანსების
რაოდენობა“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
2021 წელთან შედარებით
მიმდინარე
წელს
ბავშვთა
სოციალური
და
სამედიცინო
რეაბილიტაციის
პროგრამების
დაფინანსება
გაიზარდა
1 120 120 ლარით
და
შეადგენს
3 884
800 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი.
დაფინანსდება
15 900 სამედიცინო
და
სოციალური
რეაბილიტაციის
კურსი.
სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით სამინისტრო
6 პროგრამას
ახორციელებს,
კერძოდ
ფინანსდება:
- ბავშვთა
ადრეულ
განვითარება,
ბავშთა
ფსიქოსომატური
აბილიტაცია/რეაბილიტაცია,
აუტიზმის
სპექტრის
დარღვევების
მქონე
ბავშვთა
რეაბილიტაცია,
ძვალ-სახსროვანი
სისტემის
დეფორმაციის
მქონე
ბავშვთა
რეაბილიტაცია,
სმენაპროტეზირებულ
ბავშვთა
აბილიტაცია/რეაბილიტაცია,
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
მქონე
ბავშვთა
სოციალური
ადაპტაცია.
სამინისტროს პროგრამების
ფარგლებში ბენეფიციარებს სერვისებს აწვდის 17 სარეაბილიტაციო ცენტრი.
იხილეთ გალერეა