აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტყვიის ექსპოზიციის კვლევის, მკურნალობის მეთოდიკისა და ბიომონიტორინგის საკითხებზე კონფერენცია ჩატარდა

31 მარტი, 2022

ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების სისხლში ტყვიის ექსპოზიციის კვლევის, მკურნალობის მეთოდიკისა და ბიომონიტორინგის საკითხებზე კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარაში ტყვიის ექსპოზიციის კვლევის შედეგები და მკურნალობის პრინციპები.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა. შეხვედრაზე მოხსენება წარმოადგინა პედიატრმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა -ივანე ჩხაიძემ და მედიცინის დოქტორმა, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ვიც პრეზიდენტმა - პლატონ მაჭავარიანმა.
აჭარაში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ხდება 0-დან 7-წლამდე ბავშვებში სახელმწიფო პროგრამით, ასევე 8-დან 15-წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარაში ტყვიის პროგრამაში ჩართული კლინიკების პედიატრები და გინეკოლოგები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები