მახუნცეთი-ბზუბზუს საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
04 აპრილი, 2022
ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ბზუბზუს მიმართულებით 1,5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყო:
საყრდენი კედლები;
სანიაღვრე არხები;
მილები და ზღუდარები;
ასევე მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
იხილეთ გალერეა