ფესტივალების საგრანტო კონკურსი
06 აპრილი, 2022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო
კონკურსი" გამოცხადდა, რომლის მიზანია:
ა) კულტურისა
და
ხელოვნების
სფეროების
განვითარებაზე
ორიენტირებული
ფესტივალების
მხარდაჭერა;
ბ) უნიკალური,
ავთენტური,
კონკურენტუნარიანი
კულტურის
ღონისძიების
მხარდაჭერა;
გ) კულტურის
პოტენციალის
წარმოჩენა
და
რეგიონის
კულტურული
ცხოვრების
გამრავალფეროვნება;
დ) რეგიონის ცნობადობის ამაღლება
და
პოპულარიზაცია.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში
განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 04 აპრილიდან 29 აპრილის 18 საათამდე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან
მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.
საგრანტო განაცხადი და თანდართული
დოკუმენტაცია
სამინისტროში
წარმოდგენილ
უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს
ელექტრონულ
მისამართზე:
administracia@moecs.ge
ფესტივალი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის 2022 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 400 000 ლარით.
ერთი ფესტივალის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 60 000 ლარის ოდენობით.
პირობები, განაცხადის ფორმა, ბიუჯეტი, ანგარიშგების ფორმა