აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზურაბ აზარაშვილი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

07 აპრილი, 2022

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ეკომიგრანტთა განსახლების საკითხები, ჯანდაცვის კუთხით, რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა.

,,დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ვწევიეთ აჭარას, შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროში, შევხვდით მინისტრს და განვიხილეთ რეგიონის გამოწვვები ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე თუ სად იყო ჩვენი მხარდაჭერის საჭიროება. ეხლა ვიმყოფებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც წელიწადნახევარია რაც გაიხსნა და იყო კოვიდკლინიკა. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. აქვე უნდა აღინიშნოს სასიხარულო ფაქტი, რომ დღეს პირველი დღეა, როცა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“ - აღნიშნა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

,,საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ადგილზე გაეცნო ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროში დაგეგმილ აქტივობებს. განვიხილეთ ის სამედიცინო სერვისები, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია რეგიონისათვის. რა თქმა უნდა, საუბარო გვქონდა რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალი განვითარების გეგმის შესახებ, როგორც იცით კლინიკა უკვე მრავალპროფილურია. აგრეთვე, ვისაუბრეთ სოციალური მიმართულებაზე, მოსახლეობის კმაყოფილების დონეზე, განსაკუთრებით მედიკამენტების ფასების კლებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მნიშვნელობის შესახებ, შევეხეთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ვაქცინაციას. შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ვფიქრობ მოქალაქეების საკეთილდღეოდ კიდევ ბევრი საკითხი გადაწყდება" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, აჭარის რეგიონში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა გასვიანი იმყოფებიან. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარი ზანაქიძე, ზურაბ თენიეშვლი და ნონა გალოგრე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები