აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი უახლეს ინფორმაციას მიიღებ კოვიდ-19-ის ვაქცინაცისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ

02 აპრილი, 2022

გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებასთან ერთად რეგიონებში მომუშავე ექიმების ჩართულობით ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდა. 

ინიციატივის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, პედიატრები და ზოგადი პროფილის ექიმები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინაცისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. 

დღეს პირველი შეხვედრა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აჭარის სამედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ცხრა რეგიონის ექიმები მიიღებენ ინფორმაციას ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების (მათ შორის კოვიდ-19-ის ვაქცინის) შესახებ და გაივლიან ტრენინგს ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში. შეხვედრას უძღვებიან სამედიცინო და საზოგადოების ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები.
 
ინიციატივის მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები