აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

02 აპრილი, 2022

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აბილიტაციის და განვითარების ცენტრს ეწვივნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ქალაქ ბათუმის მერიისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პროგრამებში. თითოეულ ბენეფიციარს ინდივიდუალურად უტარდება მასზე მორგებული რაბილიტაციის კურსი. ვიზიტისას სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენე პროგრამების მიმდინარეობას და შეხვედრა გამართეს მშობლებთან.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2018 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. წელს გაიზარდა პროგრამით გათვალისწინებული სეანსების რაოდენობა, 15-ის ნაცვლად ფინანსდება 20 სეანსი, ხოლო სარეაბილიტაციო კურსის ღირებულება 300 ლარიდან გაიზარდა 400 ლარამდე.

პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2019 წლიდან ახორციელებს პროგრამას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით. პროგრამის მოსარგებლეები არიან ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბავშვები 2-დან 7 წლამდე, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურება: ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით, ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ADOS ტესტის ჩატარება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები