7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა
07 აპრილი, 2022
7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა
2022 წელს პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეძღვნება პლანეტაზე მიმდინარე გლობალური მოვლენებს, ადამიანის, მოსახლეობის ჯანმრთელობას და აერთიანებს სამ მიმართულებას: პანდემიას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას.
პანდემიის, დაბინძურებული პლანეტის, დაავადებების (როგორიცაა კიბო, ასთმა, გულის დაავადებები და სხვ.) მზარდი გავრცელების პირობებში, 2022 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ყურადღებას ამახვილებს გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად.
ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, 13 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება გარემოს მავნე ზემოქმედებით გამოწვეული მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. აღნიშნულ მიზეზებს შორისაა კლიმატის კრიზისი, რომელიც კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. კლიმატის კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისიცაა.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ მეცნიერების ძალა დაგვანახა, მან ასევე ხაზი გაუსვა ჩვენს სამყაროში არსებულ უთანასწორობას. პანდემიამ გამოავლინა სუსტი წერტილები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ხაზი გაუსვა მდგრადი კეთილდღეობის მქონე საზოგადოებების ჩამოყალიბების აუცილებლობას ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ეკოლოგიური საკითხების საზღვრების დარღვევის გარეშე.
თარიღი 1948 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის თარიღს უკავშირდება. ჯანმო ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
იხილეთ გალერეა