აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში სტიუარდინგის ტრენინგები ჩატარდა

20 აპრილი, 2022

აჭარაში სტიუარდინგის მიმართულებით სასტუმროების კვებისა და სასმელების სამსახურების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტუარდინგის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგს პირველად გაუწია ორგანიზება. სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგისას მონაწილები  სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდებზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა  უფასოა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები