აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

15 აპრილი, 2022

ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახლად აშენებული კორპუსი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცა.
ფიზიკა მათემატიკის  სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. 
პროექტის ფარგლებში აშენდა სამ სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც 570 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად არის ადაპტირებული. წელს სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და ძველი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება. 
2022 წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდება, 10 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები