აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

20 აპრილი, 2022

 ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოები განახლდა
პროექტის მიხედვით აშენდება 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი,  ბიბლიოთეკა, კვების სივრცე. შენობაში ასევე იქნება სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი 150 მაყურებელზე. 
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას.
მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.
სკოლის ძველი შენობები ექვემდებარებოდა დემონტაჟს და ახალი შენობის აშენებამდე მოსწავლეები სწავლას განაგრძობენ ქვედა სამების საჯარო სკოლაში. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
სკოლაში ამჟამად სწავლობს დაახლოებით 250 მოსწავლე. 
სამინისტრომ მიმდინარე წელს ხელშეკრულება შეუწყვიტა კომპანიას, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და გამოაცხადა ხელახალი ტენდერი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები