აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტენდერი ბათუმის N8 საჯარო სკოლის შენობების ფასადების მოწყობის სამუშაოებზე

25 აპრილი, 2022

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ბათუმის N8 საჯარო სკოლის შენობების ფასადების მოწყობის სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც მთავარი შენობის წინა ფასადი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი არქიტეტურული ელემენტებითა და დეტალებით, რეაბილიტირდება, დამუშავდება და შეიღებება.

აღნიშნული შენობის დანარჩენი ფასადების, ასევე სხვა შენობების ფასადების ნაწილი შეიღებება, ხოლო ნაწილი შეიფუთება საფასადე ფილებით, რაც გაზრდის შენობის ენერგოეფექტურობას.

ასევე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის შენობის ფასადების მოწყობის სამუშაოებზე და შენობა სრულად შეიფუთება თუნუქის და ალუმინის კომპოზიტური ფილებით.

სამუშაოების დაწყება დაგემილია სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები