აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

26 აპრილი, 2022

ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე " Kitf 2022” ბათუმმა წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო. გამოფენაზე, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, მაღალია ინტერესი რეგიონის ტურისტული პროდუქტების მიმართ. 

გამოფენის ფარგლებში უწყების თანამშრომლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის  წარმომადგენლებთან, რაც რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვასა და ყახახეთში აჭარის რეკლამას ისახავს მიზნად. გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ასევე მიიღეს საერთაშორისო ფორუმში, სადაც რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები