ქაქუთი-ნაცხავატევის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
22 აპრილი, 2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქაქუთი-ნაცხავატევის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მშენებლობა.
ასევე სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი.
რეაბილიტირებული გზით 165 ოჯახი ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე პირველ მოადგილესთან, სპეციალისტებთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ზოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად გაეცნო.
იხილეთ გალერეა