აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბალტიისპირეთში ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს

27 აპრილი, 2022

ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს  წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები დაიწყეს. ვილნიუსში ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა  სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს Mice ტურიზმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მიმდინარე წელს, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოდან სპეციალურად შეხვედრისთვის ჩასული ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიეტუველ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ლიეტუვას დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე  და "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც  ორივე ქვეყნის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილ ფრენებზე, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ესაუბრეს. საქართველოს დელეგაცია ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ბალტიისპირეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შემდეგი ვიზიტები ესტონეთსა და ლატვიაშია დაგეგმილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები