აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარაში 670 სტუდენტს გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება

28 აპრილი, 2022

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა. მისი თქმით, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 670 პირველკურსელ სტუდენტს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მათ შორის სწავლის დაფინანსება გაუგრძელდება გასულ სემესტრში დაფინანსებულ 525 სტუდენტს.

„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. გვაქვს დამატებით კიდევ ერთი სიახლე: სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 670 პირველკურსელ სტუდენტს დაუფინანსდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური. დაფინანსდებიან სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე, დაფინანსდება მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსში შემოტანილი ყველა განაცხადი, კერძოდ, 145 პირველი კურსის სტუდენტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები