აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარების პროგრამის მონაწილე ყველა სტუდენტი დაფინანსდება

28 აპრილი, 2022

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით დაფინანსებას მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2022 წლის 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამინისტრო ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს რეგიონში მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას: ▪️ სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან; სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო; ▪️ სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები; ▪️ სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე; ▪️ სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ▪️ სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი. ჯამში სამინისტრო 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრს დაუფინანსებს 670 სტუდენტს. მათ შორის: 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსებულ 525 რომლებსაც გაუგრძელდებათ დაფინანსება და 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შერჩეულ 145 პირველი კურსის სტუდენტს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები