აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში მემორანდუმი გააფორმეს

28 აპრილი, 2022

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

 ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

 სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე ხაზი ლაბორატორიის ქსელის მიღწევებსა და შესაძლებლობებს გაუსვა და იმ კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება.

 ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას. მემორანდუმის საფუძველზე გამყარდა კავშირი ორ ლაბორატორიას შორის, რაც გულისხმობს ინოვაციური კვლევითი მეთოდების გაცვლას და ლაბორატორიათშორისი ტესტირებების ჩატარების გააქტიურებას.

 ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე, სსიპ ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან გორგილაძე და ლაბორატორიის წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები