შუახევში, ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
28 აპრილი, 2022
შუახევში, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენდა.
იხილეთ გალერეა