აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომას გაიმართაა

29 აპრილი, 2022

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომას დაესწრნენ.

 ,,2021 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ციტრუსის ექსპორტი 30% გაზრდილია ყაზახეთის მიმართულებით, ყაზახეთის ბაზარი მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის,ადგილობრივი პროდუქციისთვის, ასევე ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივები ციტრუსის, ჩაის, თამბაქოს და სხვა პროდუქტების ყაზახეთში ექსპორტის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კომისიამ ხელი შეუწყოს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების ზრდას და ტურიზმის განვითარებას, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება“. - განაცხადა შეხვედრისას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.

სხდომის ფარგლებში,კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2022 წლის იანვარ-მარტში, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,46 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 123%). ამასთან, 2021 წელს საქართველოში ყაზახეთიდან 11,02 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით, 123 მოქმედი კომპანიაა დარეგისტრირებული.

საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ყაზახეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა გახსნეს.

საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მექანიზმია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის. კომისიის ფარგლებში, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ხდება მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58