თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
02 მაისი, 2022
რამადან ბაირამს აღნიშნავენ დღეს ქართველი მუსლიმები.
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
,,მუსლიმ მრევლს გულითადად ვულოცავ რამადან–ბაირამის დღესასწაულს. დღეს, რომელიც კაცთმოყვარეობას, პატივისცემას და სიკეთის გამარჯვებას უკავშირდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს შემოვუნახოთ დიდი ტრადიცია, ერთმანეთის რწმენისა და კულტურის პატივისცემა. მინდა გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
იხილეთ გალერეა