აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

04 მაისი, 2022

 ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. საინვესტიციო ფორუმს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი დაესწრო.

ბიზნეს ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. მინისტრმა ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაციას გაეცნენ.

ბიზნეს ფორუმს ოფიციალური პირებთან ერთად, საქართველოსა და ჩეხეთში ლოჯისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიები, სულ 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ფორუმს აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი რადეკ იაკუბსკი, ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პეტრ ტრჟეშნიაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58