მინისტრი როდოსის საჭადრაკო ფესტივალზე საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა
05 მაისი, 2022
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, როდოსის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, 7-დან 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოდან 11 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, 2 აჭარის რეგიონს წარმოადგენდა, რომლებმაც საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან ბადრი ნაკაშიძესთან ერთად საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მარიამ ცეცხლაძესა და კესარია მგელაძეს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
მარიამ ცეცხლაძე 9-დან 6.5 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,
კესარია მგელაძე კი 9-დან 6 ქულით და საუკეთესო კოეფიციენტით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შეხვედრას აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მოადგილე მინდია ქათამაძე ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა