აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

04 მაისი, 2022

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. საუნივერსიტეტო კამპუსი და სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსებიც.
ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აკადემია მოსწავლეებს 2022 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. ასევე, აკადემიას ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა.
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ყოველწლიურად 10 ადგილობრივი სტუდენტი უფასოდ მიიღებს განათლებას.  მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება ქართულ-ამერიკულ აკადემიაშიც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები