აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

03 მაისი, 2022

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და უნივერსიტეტების მშენებლობა ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ინვესტიციებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაათვალიერა.

კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის  მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრა 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით.

ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტს სკოლა „პროგრესი“ კომპანია „ანაგთან“ ერთად ახორციელებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია   სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები