შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
06 მაისი, 2022
გარემოს დაცვის, ნიადაგის დაბინძურებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ურთიერთკავშირსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის როლის შესახებ ესაუბრა დღეს კავკასიის ბიზნეს სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოხატეს გარემოს დაცვის საკითხებზე. შეხვედრა ასევე სოფლის მეურნეობის აგრარულ სფეროს დაინტერესებასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა.
იხილეთ გალერეა