სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
09 მაისი, 2022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ვენეციის ბიენალეზე პოლონეთის პავილიონის კურატორს, ხელოვნებათმცოდნეს ჰანა ვრობლევსკას, ვარშავის ნაციონალური გალერეის თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციის და ემანუელ რინგელბლუმის ებრაელთა ისტორიული მუზეუმის მთავარ კურატორს პიოტრ რიპსონს შეხვდა.
პოლონეთის სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან სამინისტროში ვიზიტს, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს ლეჰ კოინჩეკი ესწრებოდა.
შეხვედრაზე, პოლონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე და აჭარის მუზეუმების კონცეპტუალურ განვითარებაზე შედგა საუბარი.
იხილეთ გალერეა