ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საქმიანობის სამი წლის ანგარიში
09 მაისი, 2022
დღეს, სასტუმრო „ჰილტონში“ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საქმიანობის სამი წლის ანგარიში წარადგინეს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილემ ზაურ ახვლედიანმა და ქ.ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმართეს.
შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, ისაუბრეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ცენტრის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის სხვადასხვა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა ისაუბრეს ახალგაზრდობის ცენტრის მეშვეობით მიღებულ გამოცდილებაზე.
იხილეთ გალერეა