თემურ დოლიძის 70 წლის იუბილე
09 მაისი, 2022
დღეს, აჭარის დამსახურებული არტისტი, საპატიო ბათუმელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მრავალხმიანობის დიდოსტატი, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის „ ბათუმი“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი თემურ დოლიძე იუბილარია.
ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე წლებია ეროვნული მრავალხმიანობის მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის დიდ ქართულ საქმეს ემსახურება. მისი აღზრდილი თაობები დღესაც ამშვენებენ ქართულ ანსამბლებს და ეამაყებათ ბატონ თემურთან ერთად გავლილი წლები.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ თემურს 70 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ ბევრი წელი შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
ბატონო თემურ, თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს ემღერებოდეს ჩვენს ქალაქს, კუთხეს და ქვეყანას. მრავალჟამიერ!
იხილეთ გალერეა