აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შოთა მამულაძეს 70 წელი შეუსრულდა

11 მაისი, 2022

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორსა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის მმართველს შოთა მამულაძეს 70 წელი შეუსრულდა. 
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა შოთა მამულაძეს იუბილე მიულოცა და  არქეოლოგიაში  შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
შოთა მამულაძე 1973 წლიდან ხელმძღვანელობს აჭარისწყლის ხეობის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას, ხოლო 2005 წლიდან გონიო-აფსაროსის ციხის ქართულ-გერმანულ, ქართულ-იტალიურ და ქართულ-პოლონურ საერთაშორისო ექსპედიციას.  ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის გამო დაჯილდოებულია ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელმწიფო პრემიით მონოგრაფიისათვის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიით. 
შოთა მამულაძე არის  170-მდე სტატიის, 15-მდე მონოგრაფიისა და  3 გზამკვლევის ავტორი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
172526272829301
182345678
199101112131415
2016171819202122
2123242526272829
22303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები