„ესეების კონკურსის“ მესამე ტური
13 მაისი, 2022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ატარებს „ესეების კონკურსს, რომელშიც მონაწილებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების X კლასის მოსწავლეები.
“ესეების კონკურსი” ტარდება სამ ტურად ინგლისურ ენაზე. პირველი და მეორე ტურები ჩატარდა წერითი ფორმით, ხოლო მესამე ტური ჩატარდება პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. კონკურსის მესამე ტურში მონაწილეობას მიიღებს 15 მოსწავლე.
კონკურსის III ტური ჩატარდება 2022 წლის 14 მაისს სასტუმრო შერატონ ბათუმის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N28). კონკურსის დაწყება - 11:00 სთ.
იხილეთ გალერეა