აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

16 მაისი, 2022

ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს  სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე (ორ ცვლაში). შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები. მოეწყობა ღია მოედანი.
პროექტის ჯამური ღირებულება 7 418 283 ლარია.
სამუშაოები ტენდერის პროცედურის დასრულებისთანავე დაიწყება და 30 თვეში უნდა დასრულდეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები