ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა
13 მაისი, 2022
ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - „ EXPO BATUMI TRAVEL 2022“ გაიხსნა. ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ რიგით მე-13 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საერთაშორისო გამოფენაში 80-მდე ქართული და საერთაშორისო ტურისტული კომპანია იღებს მონაწილეობას. EXPO BATUMI 2022-ის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია „Geonet Expo”.
გამოფენა ოფიციალურად 15 მაისს დაიხურება.
იხილეთ გალერეა