მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში სოფელ ჭალისა და ტაკიძეების მოსახლეობასთან
16 მაისი, 2022
სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისა და ტაკიძეების მოსახლეობასთან.
შეხვედრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მოისმინეს სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.
იხილეთ გალერეა